შიდა ქართლში 37 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა

შიდა ქართლის რეგიონში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა კიდევ 37 დევნილ ოჯახს გადაეცემა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან აცნობეს.

მათი ცნობით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა გორში ის კორპუსი მოინახულეს, სადაც უახლოეს მომავალში დევნილები ბინებს მიიღებენ.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, დევნილი ოჯახები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პირობებში იცხოვრებენ.

„ამ ეტაპზე, მონიტორინგის ჯგუფები შიდა ქართლის რეგიონში ადგილზე სწავლობენ ყველა იმ ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს, რომლებსაც მინიმუმ 2.5 ქულა მიენიჭათ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ახალი მიდგომის თანახმად, თუ არსებული ბინების რაოდენობა საკმარისი არ იქნება, დევნილ ოჯახებს ადმინისტრაციულ დაპირებას გადავცემთ და მათთვის საცხოვრებელ ფართებს უახლოეს მომავალში შევისყიდით“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წელს, დევნილთა სააგენტო ახალ საცხოვრებელს ჯამში, 2000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო