ბათუმში, ევროპის მოედანზე ბელარუსი ხალხის მხარდასაჭერად "ცოცხალი ჯაჭვი" გააკეთეს

ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეები ბელარუსი ხალხის მხარდამჭერ აქციას მართავენ. სოლიდარობის ნიშნად, აქციის მონაწილეებმა ერთი კილომეტრის მანძილზე ფერადი ლენტებით „ცოცხალი ჯაჭვი“ შეკრეს.

მათი განცხადებით, აქცია თავისუფლებისთვის მებრძოლ ბელარუს ხალხს ეძღვნება.

"აქცია გამოხატავს მხარდაჭერას და სოლიდარობას თავისუფლებისათვის მებრძოლი ბელარუსი ხალხისადმი. ჩვენ გვაქვს გამოცდილება გაყალბებული არჩევნების. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ ხალხს თავისუფლების და სამართლიანობისათვის ბრძოლაში. შევეცადეთ, რომ მათი დროშის ფერებში ყოფილიყო წარმოდგენილი ეს აქცია. ბევრი ბელარუსი, ჩვენს ქალაქში დროებით მცხოვრები, შემოუერთდა აქციას. ასევე უკრაინელებიც. ეს ის ადამიანებია, ვინც კარგად იცის ერთიანობის, სამართლიანობის ფასი და შესაბამისად, დღევანდელი ჩვენი აქციაც გამოიწვია სწორედ ამან.

დაახლოებით, ჩვენი გათვლით 3000- მდე ადამიანი მონაწილეობს ამ „ცოცხალ ჯაჭვში“ ", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ასმათ დიასამიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა