აშშ-ში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა

აშშ-ში ტყის ხანძრების შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე შტატებში გაჩენილ ხანძრებს აგვისტოს შუა რიცხვებიდან 28 ადამიანი ემსხვერპლა.

მათგან 19 ადამიანი კალიფორნიის შტატში დაიღუპა და 8 - ორეგონში, მათ შორის მოზარდი ბიჭი. ვაშინგტონის შტატში ცეცხლს 1 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ერთი გარდაცვლილი ბავშვის შესახებ. გარდა ამისა, დაკარგულად ითვლება ათობით ადამიანი, ათასობით მაცხოვრებელი კი იძულებული გახდა გაქცეულიყო.

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით, კალიფორნიის, აიდაჰოს, ორეგონისა და ვაშინგტონის შტატების უმეტეს ნაწილში კვამლის გამო ჰაერი შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა