რუხის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 65 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 9 თვის ბავშვია

რუხის კლინიკაში ამ დროისთვის 65 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის ცხრა თვის ბავშვია. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ბავშვი მშობლებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთიდან 7 სექტემბერს გადმოვიდა და საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

"რეგიონში ეპიდემიოლოგების მიერ გატესტილი იქნა 357 მოქალაქე, აქედან დადებითი არის რვა პირი. 7 უკავშირდება „საბერიოს კლასტერს“, ხოლო ერთი ცხრა თვის ბავშვი, ისიც უკავშირდება ოკუპირებულ აფხაზეთს. ის მშობლებთან ერთად შვიდ სექტემბერს გადმოვიდა, იმყოფებოდნენ საკარანტინო სივრცეში.

გარდა ამისა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 110 პირი იმყოფება კარანტინში, ხოლო 280 იმყოფება თვითიზოლაციაში. რუხის კლინიკაში 65 კოვიდინფიცირებული მკურნალობს",- განაცხადა მალხაზ თორიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა