ზუგდიდში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

ზუგდიდში ბაზრის მიმდებარე და შიდა ტერიტორიის დეზინფექცია ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამუშაო პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნო.

"ზუგდიდში ვაგრძელებთ სადეზინფექციო სამუშაოებს და პრევენციულ ღონისძიებებს. დღეს დეზინფექცია ჩაუტარდა ბაზრის მიმდებარე და შიდა ტერიტორიებს, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ვირუსის გავრცელების რისკი. რეკომენდაციების შესრულებას მონიტორინგს უწევს ზედამხედველობის სამსახური“, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ასევე, ზუგდიდის მერმა მოქალაქეებს მოუწოდა, გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

სადეზინფექციო სამუშაოები ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა“, ა(ა)იპ ,,ზუგდიდ დასუფთავების ცენტრმა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ცენტრალურ ქუჩებსა და ღია სივრცეებს ჩაუტარდა. დეზინფექცია ჩაუტარდება საჯარო სკოლის ტრანსპორტს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეების გადაადგილებას.

დღესვე გაიმართა ოპერაციული შტაბის სხდომა. სხდომაზე განიხილეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები, მოისმინეს ინფორმაცია აგრარულ ბაზრებში არსებული მდგომარეობისა და რეგულაციების გამკაცრების შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა