აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა არის მზარდი, სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, თუმცა კონტროლირებადი

აჭარაში შემთხვევების რაოდენობა არის მზარდი, სიტუაცია გვაქვს საკმაოდ დაძაბული, თუმცა კონტროლირებადი, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნინო ნიჟარაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დროულად მიმართონ პოლიკლინიკებსა და კარვებს, ტესტის ჩასაბარებლად და ასევე ტესტის ჩაბარების შემდეგ თვითიზოლაციაში დარჩნენ.

"მინდა გითხრათ, რომ ვაკონტროლებთ სიტუაციას. თითოეულ კონტაქტზე, თითოეულ პაციენტზე ხდება მიდევნება, რეკომენდაციის მიცემა და და „პისიარ“ დიაგნოსტიკა დროულობის დაცვით.

მინდა, მივმართო მოსახლეობას, თუკი მათ ირგვლივ მყოფ სამეგობრო, სამეზობლო თუ კონტაქტირებულ პირს, დაუდასტურდა აღნიშნული ინფექცია, იცოდნენ, რომ მათ აუცილებლად შეეხმიანებათ ეპიდემიოლოგი, სავალდებულოა, ისინი იყვნენ იზოლაციაში, ვიდრე არ მოხდება ეპიდემიოლოგის ვიზიტი, ვიდრე არ მოხდება ტესტირება და მიუხედავად ტესტირების პასუხისა, ეს იქნება სამ დღეში თუ ა. შ., ისინი ვალდებული არიან იყვნენ იზოლაციაში, ხოლო კონტაქტირებული პირები იცავენ წესს 12 - დღიანი იზოლაციის.

რაც შეეხება მდგომარეობას, არის სტაბილური. ჩვენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს ინიციატივით, გვქონდა ორ დღიანი სამუშაო შეხვედრები. შეხვედრები გაიმართა ყველა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებასთან ერთად“,- აღნიშნა ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსის მართვაში ჩართული დაწესებულებების რაოდენობა არის მზარდი. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, გუშინდელი მდგომარეობით 260 საწოლამდე იყო მობილიზებული კოვიდინფექციის სამართავად, თუმცა შეირჩა სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, დაკონტრაქტდებიან და ჩაერთვებიან ინფექციის მართვაში.

„სიტუაცია არის ნამდვილად კონტროლირებადი, ნამდვილად არ არის საპანიკო. მინდა ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო და კიდევ ერთხელ განვუმარტო, რომ ხვალინდელი დღე აბსოლუტურად დამოკიდებულია ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე, ვატაროთ ნიღბები, დავიცვათ ფიზიკური დისტანცია, დავიცვათ ხელის ჰიგიენა.

კარვების აღება ბულვარის სამ ლოკაციაზე მოხდა იმიტომ, რომ დამსვენებელთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა და მათი დატვირთვა ბოლო ორი დღის განმავლობაში საკმაოდ შემცირებული იყო. მაგრამ ყველაზე მეტად დატვირთულ უბნებში, ე. წ. ხოფის ბაზრობის მიმდებარე ტერიტრიაზე და ავტოსადგურთან, კარავი ისევ არის და ქალაქის ხუთივე პოლიკლინიკა უქმეების ჩათვლით აგრძელებს მუშაობას", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა