„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ბექა კოკაიამ დაუდასტურა.

მისი თქმით, უნივერსიტეტში სწავლა 7 სექტემბერს დაიწყო, თუმცა იმ პერიოდში სტუდენტს ვირუსის სიმპტომები არ ჰქონდა, მოგვიანებით გამოუვლინდა.

როგორც ბექა კოკაია აღნიშნავს, ჯგუფელებს, ვისთანაც სტუდენტს შეხება ჰქონდათ, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.

“ჩვენ სწავლა დავიწყეთ 7 სექტემბერს. მანამდე გყავდნენ სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც მოგვცეს სწავლის დაწყების უფლება. ყველა შემომსვლელს ვუზომავდით ტემპერატურას და ვუკონტროლებდით, პირბადე ეკეთა თუ არა. ამ კონკრეტულ სტუდენტს უნივერსიტეტში ყოფნის დროს არ ჰქონდა სიმპტომები. გვიან ღამე გამოუვლინდა სიმპტომები და დარეკა დეკანთან. ჩვენ ვურჩიეთ, რომ აღარ მოსულიყო უნივერსიტეტში და გაეკეთებინა ტესტი. სამწუხაროდ, ვირუსი დადასტურდა. იმ ფაკულტეტს, სადაც ეს სტუდენტი სწავლობს, ცალკე, იზოლირებული ფლიგელი აქვს, რომელსაც ჩაუტარდა დეზინფექცია. ასევე, სტუდენტს ეკეთა პირბადე. შეხება ჰქონდა რამდენიმე ჯგუფელთან. ჩვენ ვთანამშრომლობთ ეპიდემიოლოგებთან. დავირუსებული სტუდენტის ის ჯგუფელები, რომლებთანაც შეხება ჰქონდა, გავაფრთხილეთ და ისინიც ჩაიტარებენ ტესტებს”,- აცხადებს კოკაია.

აღნიშნული ფაქტი კორონავირუსის 152 ახალ შემთხვევას შორისაა. ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 152-ით გაიზარდა და 2227 გახდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა