ინდოეთში კორონავირუსის 94 372  ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 94 372 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4.7 მილიონს გადააჭარბა - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გარდა ამისა, ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში კიდევ 1 114 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 78 586-მდე გაიზარდა.

ყველაზე მეტი ინფიცირებული მაჰარაშტრას შტატშია, სადაც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1 მილიონს აჭარბებს.

შტატის ხელმძღვანელობამ მოქალაქეებს პირბადეების ტარებისა და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა. ქვეყნის ხელისუფლება შემთხვევების ზრდას ბიზნესობიექტების თანდათანობით გახსნას უკავშირებს.

ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით ინდოეთი მსოფლიოში მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა