ქუთაისში, "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე  „ბორში“ მიიტანეს

ქუთაისში, "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ბორში“ მიიტანეს და პარტიის პოლიტიკა გააპროტესტეს.

სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ ცენტრალურ მოედანზე „ბორში“ პატრიოტების მხარდამჭერებისთვის მიიტანა.

მისი თქმით, მათ ძალიან უყვართ რუსეთი და რუსული „ბორში“. აკაკი საღინაძის განცხადებით, პარტია რუსული ფულით ფინანსდება, რაც საქართველოს ღალატი და შეურაცხყოფაა.

ადგილზე ინციდენტიც მოხდა.

ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერებისთვის მიმართვა „რუსეთუმეები“ შეურაცხყოფაა, რადგან პარტია არა რუსეთს, არამედ ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე „პატრიოტთა ალიანსი“ აქციას მართავს, სადაც ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს