თეონა ჭალიძე პრემიერს - სასწრაფო წესით რომ დახურეთ ობიექტები და იქ დასაქმებული ხალხი მშიერი დატოვეთ, ამაზე რას ფიქრობთ?

სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში არც დისტანცია და არც არანაირი უსაფრთხოების ზომები არაა დაცული, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ აცნობეს, ფილიალებში არ არის უზრუნველყოფილი უსაფრთხო დისტანცია, დეზობარიერი და სადეზიფექციო ხსნარი, არც თერმოსკრინინგი ტარდება მაშინ, როცა სწორედ აქ უხდება რისკ-ჯგუფების ყველაზე მეტ წარმომადგენელს მისვლა.

ჭალიძის თქმით, უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრს, ტიკარაძეს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი წოწკოლაური დიდი ხნის წინ უნდა გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან, რადგან ამ სამსახურში გაუმართავი სისტემა, არასამუშაო გარემო და ადამიანზე არაორიენტირებული მიდგომაა.

„არც დისტანცია და არც არანაირი უსაფრთხოების ზომები არაა დაცული სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში. ესაა ადგილი სადაც რისკ-ჯგუფების ყველაზე მეტ წარმომადგენელს უწევს მისვლა. არც დეზობარიერია, არც სადეზინფექციო ხსნარი და არც თერმოსკრინინგით იწუხებს ვინმე თავს. უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი ტიკარაძე იმასაც ვერ ხვდება, რომ ასევე უპასუხისმგებლოა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი წოწკოლაური და კარგა ხანია მას ეს პოსტი უნდა დაეტოვებინა. სხვა არაერთი პრობლემაა ამ სამსახურში, გაუმართავი სისტემა, არასამუშაო გარემო, ადამიანზე არაორიენტირებული მიდგომა, ხარვეზები საკანონმდებლო დონეზე, რომლის გამოსწორებაზე არავინ ფიქრობს. ორშაბათს კიდევ მივალ და პირადად ვნახავ, რა ზომებს მიიღებენ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით.

აქვე მივმართავ გახარიას - სასწრაფო წესით რომ დახურეთ ობიექტები და იქ დასაქმებული ხალხი მშიერი დატოვეთ, ამაზე რას ფიქრობთ?“, - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა