ფოთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ფოთში, კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ის თბილისში იმყოფებოდა, სადაც კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან და კვლევის ჩასატარებლად ლაბორატორიას თავად მიმართა.

„კორონავირუსი დაუდასტურდა 24 წლის ბიჭს, რომელიც იყო თბილისში და კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან. კლინიკური გამოვლინება ძალიან სუსტი სიმპტომატიკით აქვს, მშრალი ხველა და ყელის ტკივილი. თვითონ მიმართა გამოსაკვლევად ლაბორატორიას.

კონტაქტების გამოკვლევა დავიწყეთ, ჯერჯერობით სრულად არ არის მოკვლეული, მაგრამ თითქმის 80% , ანუ დაახლოებით 25 ადამიანი გამოვიკვლიეთ, მათი პასუხები ხვალ დილით გვეცოდინება“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევაა დაფიქსირდა, ამ დროისთვის, საქართველოში stopcov.ge-ის მონაცემებით რეგისტრირებულია 2227 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი შეადგენს 1369-ს, სულ ქვეყანაში კორონავირუსს ემსხვერპლა 19 ადამიანი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო