„დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ - არცერთ თანამშრომელში PCR ტესტირებით COVID19 არ გამოვლინდა

“დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის“ მიერ ჩატარებული PCR ტესტის პასუხები 270 თანამშრომელსა და პაციენტში უარყოფითია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 2 დღის წინ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთ ექიმს COVID 19-ზე გეგმური შემოწმების დროს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ცენტრში აღნიშნავენ, ჰოსპიტალში დანერგილი სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის სისტემის მეშვეობით, შემთხვევის იდენტიფიცირება კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე მოხდა.

„ჰოსპიტალმა მყისიერად მიიღო პრევენციული ზომები. დაინფიცირებულ ექიმთან ახლო კონტაქტში მყოფი 16 პირი თვითიზოლაციაში გადავიდა. კლინიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, PCR ტესტი 270 მედპერსონალს და პაციენტს ჩაუტარდა. აღნიშნული მასშტაბური PCR ტესტირების ჩატარება ქვეყანაში მომატებული შემთხვევების გამო და რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით გაკეთდა, რაც ჰოსპიტლის მაღალ სამედიცინო სტანდარტსა და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვაზე მეტყველებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათი განმარტებით, „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის დღიდან მკაცრად იცავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

„თითოეული პაციენტი ჰოსპიტლის სივრცეში მოხვედრამდე გადის სპეციალურად მოწყობილ პრეტრიაჟს, სადაც მათი კლინიკური შეფასება ხდება. ყველა ის ექიმი, რომელიც დღეს თვითიზოლაციაში იმყოფება, მაღალკვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტებულმა სარეზერვო გუნდმა ჩაანაცვლა. ჰოსპიტალი განსაკუთრებული ზომების დაცვით, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს პაციენტებისთვის საჭირო სერვისების უსაფრთხო გარემოში მიწოდებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა