ანა კობახიძე - ხმების დაცვის კომისიამ რამდენიმე საოლქო კომისიას ხელი შევუშალეთ, რომ ჩუმად არ აერჩიათ საუბნო კომისიის წევრები

,,ქართული ოცნების“ და სუს-ის თანამშრომლების მიერ შერჩეულ კომისიის წევრებს მორჩილებით აძლევენ ხმას საოლქო საარჩევნო კომისიის ის წევრები, რომლებიც თავად ამავე ფორმით არიან დანიშნული ცესკოს მიერ , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელმა ანა კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ,,ხმების დაცვის კომისიამ“ ხელი შეუშალა რამდენიმე საოლქო კომისიას, სადაც ჩუმად უნდა მომხდარიყო საუბნო კომისიის წევრების არჩევა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ოპოზიციური პარტიების ერთიანი და კოორდინირებული მუშაობა შედეგს ყოველთვის გამოიღებს და არ მისცემს ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების საშუალებას.

„საოლქო საარჩევნო კომისიები გუშინ და დღეს ირჩევდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის ნეიტრალურ წევრებს. კანონით ასეთი წევრები ნამდვილად უნდა იყვნენ პარტიული კუთვნილების გარეშე და კომისიაში მათი მუშაობა უნდა იყოს ნეიტრალური და მიუკერძოებელი, თუმცა მერამდენე არჩევნებია უკვე, ასეთ პოზიციაზე აირჩევიან სწორედ პოლიტიკური ნიშნით ადამიანები ადმინისტრაცილი რესურსის გამოყენებით. წლების განმავლობაში ,,ქართული ოცნების“ და სუს-ის თანამშრომლების მიერ შერჩეულ კომისიის წევრებს მორჩილებით აძლევენ ხმას საოლქო საარჩევნო კომისიის ის წევრები, რომლებიც თავადვე ამავე მეთოდით არიან დანიშნული ცესკოს მიერ.

დღეს, ხმების დაცვის კომისიამ ხელი შევუშალეთ რამდენიმე საოლქო კომისიას ჩუმად აერჩიათ საუბნო კომისიის წევრები და ზოგიერთ შემთხვევაში კონკურსის თავიდან გამოცხადებაც კი მოუწევთ.

ოპოზიციური პარტიების ერთიანი და კოორდინირებული მუშაობა, ვფიქრობ, ყოველთვის გამოიღებს შედეგს და ხელისუფლებას არ მისცემს საშუალებას ნაცადი ტრადიციული მეთოდებით ან ახლად მოფიქრებული მავნებლობებით არჩევნები გააყალბონ. ქართველი ხალხის ხმების დაცვას ვაპირებთ არჩევნების დღემდე და უშუალოდ კენჭისყრის დღესაც“, - განაცხადა ანა კობახიძემ.

ანა კობახიძის კომენტარს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა