ირაკლი ჩიქოვანი - მნიშვნელოვანია, რომ ნახევარ ჰექტრამდე მოცვის პლანტაციის გაშენებას, სახელმწიფო სრულად აფინანსებს

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს სოფელ ზედა ეწერსა და ჩხორიაში იმყოფებოდა.

მისი განცხადებით, ზედა ეწერში, ,ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

,,სოფელი გაზიფიცირებულია, სოხუმის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დავასრულეთ, არის შიდა გზების მოწესრიგების საჭიროება, რომლის მოგვარებაზეც ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც მმართველის გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, სოფელში დიდია ადგილობრივების ინტერესი კენკროვანი კულტურების მიმართ.

,,ზედა ეწერში მოცვის პლანტაცია 12 ჰექტარამდეა გაშენებული. მნიშვნელოვანია, რომ ნახევარ ჰექტრამდე მოცვის პლანტაციის გაშენებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. მსხვილი ფართობების გაშენების შემთხვევაში კი სხვადასხვა ხელშემწყობი პროექტი გვაქვს. ამ სოფელში,,აწარმოე საქართველოს“ პროგრამით კომპანია „გემუანი“ შეიქმნა, რომელიც სუბლიმირებულ ხილს აწარმოებს, საწარმო კვების მრეწველობაში უმსხვილესი შვეიცარიული კომპანია Nestle-ს პარტნიორია. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიაში ადგილობრივები არიან დასაქმებული“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ზედა ეწერში გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი ჩიქოვანი ჩხორიის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია, მოქმედი მაჟორიტარები ედიშერ თოლორაია, მერაბ ქვარაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა