გორში კორონავირუსი 8 პირს დაუდასტურდა

შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 100-ზე მეტი ნიმუშიდან კორონავირუსი 8 პირს დაუდასტურდა.

ყველა ინფიცირებული გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია. ინფიცირების ფაქტები რამდენიმე დღის წინ გორის ერთ-ერთ რესტორანში გამართულ ქორწილს უკავშირდება.

ეპიდემიოლოგიური ცენტრის, შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის, ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული პირები, ბოლო დღეებში იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში და ამჟამად მიმდინარეობს მათი გადაყვანა სპეციალზირებულ კოვიდ კლინიკებში.

მისივე ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ეპიდკვლევები და დამატებითი ნიმუშების აღება.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს