„თავისუფალი საქართველო“ -  პარტიის ლიდერები მაჟორიტარ კანდიდატებადაც იყრიან კენჭს

„თავისუფალი საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. უახლოეს მომავალში „თავისუფალი საქართველო“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ოცდაათივე ოლქში წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, კახა კუკავა კენჭს ვაკის რაიონში იყრის, ხოლო პარტიის თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქვემო იმერეთის (წყალტუბო, სამტრედია, ვანი, ხობი) მაჟორიტარ კანდიდატად დასახელდება.

„პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა, სხვადასხვა საარჩევნო ოლქში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა