ირაკლი ჩიქოვანი - პოლიტიკურ გუნდთან ერთად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ზუგდიდი გახდება უფრო კომფორტული მუნიციპალიტეტი

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, დღეს ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ენგურის ადმინისტრაციული ერთეული ქალაქის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა, სადაც ორი წლის განმავლობაში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

,,თამარ მეფის ქუჩა, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვან არტერიას წარმოადგენს, წლების განმავლობაში ავარიული იყო და ავტოტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა, დღეს სრულად რეაბილიტირებულია და საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად მოწესრიგებულია ტროტუარები და სანიაღვრე არხები. გასულ წელს ასევე მოვაწყვეთ ეზოები და სათამაშო მოედნები”, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღესვე, ირაკლი ჩიქოვანმა, ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან გიორგი შენგელიასთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან მერაბ ქვარაიასთან და ედიშერ თოლორაიასთან ერთად 9 მაისის ქუჩის მოსახლეობასთან გამართა შეხვედრა.

,,შეხვედრები განახლებულ დინამიკაში გადადის, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი აზრების ურთიერთგაცვლა, ვსაუბრობთ და ვაფასებთ იმ შედეგებს, რაც უკვე გვაქვს მიღწეული და რა თმა უნდა, გვაქვს სურვილი გავაგრძელოთ ის პროგრესი, რაც ზუგდიდში არსებობს, ასევე ვსაუბრობთ სამომავლო გეგმებზე. მე ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ზუგდიდი გახდება უფრო კომფორტული მუნიციპალიტეტი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა