„თავისუფალმა საქართველომ“ ახალი კამპანია - „შეიძინე ქართული“ დაიწყო

„თავისუფალი საქართველო“ ქართული პროდუქციის შექმნის მხარდასაჭერ, სრულიად ახალ კამპანიას იწყებს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „იაფი მედიკამენტების პროგრამის“ შემდეგ, „თავისუფალი საქართველო“ ნოვატორული ინიციატივით გამოდის, რაც საქართველოში, მეჩაიეობის დარგის რეაბილიტაციასა და მის განვითარებას გულისხმობს.

პარტიის ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, „თავისუფალმა საქართველომ“ კომპანია „ტყიბულის ჩაი“-სთან, უკვე გააფორმა შეთანხმება, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქართული ჩაის დისტრიბუციას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოში ათასობით ჰექტარი ჩაის პლანტაცია განადგურდა, რის შედეგადაც ათიათასობით ადამიანი (როგორც სამრეწველო, ისე აგრარულ სექტორში) უმუშევარი დარჩა, პროდუქციის ადგილი კი, ირანიდან და აზერბაიჯანიდან იმპორტირებულმა უხარისხო პროდუქციამ დაიკავა.

ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ, მხარი დაუჭირონ ეროვნული პროდუქციის განვითარებას და ქართული ნაწარმი შეიძინონ“,- განაცხადა კახა კუკავამ.

„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის აზრით, ყოველი შეძენილი ქართული პროდუქტი იმას ნიშნავს, რომ ქართველი დედები ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთში ძიძებად აღარ გაემგზავრებიან და საკუთარი შვილების მოვლისა და აღზრდის საშუალება თავად ექნებათ.

„ჩვენ ტყიბულის ჩაი“-სთან თანამშრომლობას განვაგრძობთ და ეს თანამშრომლობა, მხოლოდ ერთ კომპანიასთან ურთიერთობას არ გულისხმობს. მზად ვართ ჩაის ყველა მწარმოებელთან აქტიურად ვიურთიერთოთ, ასევე ქართული პროდუქტების ყველა მწარმოებელთან. „თავისუფალი საქართველო“ ყველა სავაჭრო სუბიექტს მოუწოდებს, რომ თავიანთ დახლებზე ქართული პროდუქცია პრიორიტეტულად განათავსონ“,- აღნიშნა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, დღეს პირველი ასეთი მაღაზია, სადაც უპირატესად ქართული პროდუქციაა წარმოდგენილი - თბილისში, უზნაძის 105-ში გაიხსნა.

„თბილისელებსა და მის სტუმრებს, განსაკუთრებით კი, დიდუბე-ჩუღურეთის მოსახლეობას მოვუწოდებ, მობრძანდნენ აღნიშნულ მისამართზე და შეიძინონ ქართული პროდუქცია.

2020 წლის არჩევნებში მიღებული მხარდაჭერის მიხედვით, „თავისუფალი საქართველო“ გეგმავს საკანონმდებლო პაკეტის შეტანას, რომელიც ადგილობრივი წარმოების წახალისებას და იმპორტის შეზღუდვას უზრუნველყოფს, რაც საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნის ერთადერთი, უალტერნატივო სტრატეგიაა“,- განაცხადა კახა კუკავამ.

აღნიშნული კამპანიის შესახებ სრული ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ „თავისუფალი საქართველოს“ ვებ-გვერდზე: www.freegeorgia.ge/products .

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება