არჩილ თალაკვაძის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა მიმდინარეობს

პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, დიპლომატიური კორპუსისდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტში ცვლილებები განიხილება.

პროექტის გათვალისწინებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების პროცედურის მსგავსად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს. გარდა დასაბუთების სტანდარტისა, ასევე შესაძლებელი იქნება უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება. თუმცა, თავად ეს პროცესი განსხვავებით რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების შემთხვევისა, როდესაც მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ გადაწყვეტილებას თავად იუსტიციის საბჭო იღებს, უფრო შემჭიდროვებული ვადის ფარგლებში განხორციელდება.

ცვლილებების ინიციატორების თანახამდ, გასაჩივრების ვადების ამგვარად განსაზღვრა უზრუნველყოფს კანდიდატების შერჩევის პროცესის დროში ეფექტიანობას, რათა უმართებულოდ არ გაჭიანურდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცესი.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, გურამ მაჭარაშვილი და რატი იონათამიშვილი.

იხილეთ ვიდეო:არჩილ თალაკვაძის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა მიმდინარეობს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა