NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39%-ის აზრით, ქვეყანა სწორი, 32 %-ის შეფასებით კი, არასწორი მიმართულებით ვითარდება

გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება. ამის შესახებ NDI-ს კვლევაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, 20%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება, პასუხი არ იცის 8%-მა, ხოლო 1% კითხვაზე პასუხის გაცემისგან უარს აცხადებს.

რაც შეეხება დემოკრატიას, ორგანიზაციის მიერ დასმულ კითხვაზე: არის თუ არა საქართველოში დემოკრატია? - გამოკითხული მოსახლეობის 37% ამბობს, რომ არ არის, 48%-ის აზრით, ქვეყანაში დემოკრატიაა, ხოლო 14%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

ცნობისთვის, კვლევა NDI-მ 6-11 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს მასშტაბით 2 045 სატელეფონო ინტერვიუ ჩაიწერა წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვა ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3 პროცენტია.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია