ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 147 პაციენტიდან 8 რეანიმაციულ განყოფილებაშია

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული 147 პაციენტიდან 8 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ექიმი გიორგი კიკაბიძე აცხადებს, ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მისი თქმით, საკარანტინო ზონაში მყოფი რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან და მათ შესაძლოა, საკარანტო სივრცე დღეს დატოვონ.

„გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 19 პაციენტი. დღეისთვის გვყავს 147 კოვიდინფიცირებული პაციენტი. აქედან 59 პაციენტს აღენიშნება პნევმონია. ისინი განთავსებული არიან საპალატე სისტემაში და მიმდინარეობს ანტიბიოტიკოთერაპია და ანტივირუსული თერაპია. რვა პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ამ რვიდან ოთხი პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე. ოთხი ძველი პაციენტი, რომელიც ადრე იყო შემოსული, მათი მდგომარეობა ნელ- ნელა უმჯობესდება და საშუალო სიმძიმისაა. არც ერთი პაციენტი არ გვყავს აპარატურ სუნთქვაზე.

გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი და 19 გადაყვანილი იქნა საკარანტინო ზონაში. დღის განმავლობაში ალბათ დაახლოებით 20 პაციენტამდე გადაყვანილი იქნება საკარანტინო ზონაში. დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებასაც ველოდებით რამდენიმე პაციენტის", - განაცხადა გიორგი კიკაბიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს