ირაკლი სესიაშვილი NDI- ის კვლევებზე - მათში შეინიშნება პოლიტიკური მოტივაცია, ამიტომ ამ კვლევებს ზედმეტ ყურადღებას არ ვაქცევ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი NDI- ის კვლევებს არ ენდობა და აცხადებს, რომ მათში პოლიტიკური მოტივაცია შეინიშნება.

„ჩემი დამოკიდებულება NDI- ის კვლევებთან მიმართებით ცნობილია. იმ კვლევებიდან გამომდინარე, რომელიც ჩატარდა დღემდე, მიმაჩნია, რომ მათში შეინიშნება პოლიტიკური მოტივაცია, ამიტომ ამ კვლევებს ზედმეტ ყურადღებას არ ვაქცევ.

იცით, რომ წლების განმავლობაში, NDI-ის და IRI- ის კვლევები აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა რეალობას, მიუხედავად მათი სათაო ოფისებისადმი პატივისცემისა, კვლევის შედეგების ცდომილება იყო ძალიან დიდი, რადგან აშკარა იყო მათი პოლიტიკური მიკერძოებულობა,"- აცხადებს სესიაშვილი.

განსხვავებით NDI - ის კვლევებისგან, სესიაშვილი „გორბის" კვლევებს ენდობა და აცხადებს, რომ მათი ბოლო კვლევები რეალობას შეესაბამება.

„ქართულ ოცნებას" აქვს გამოკვეთილი მხარდაჭერა, ჩვენს ოპონენტების რეიტინგებს აქვს ვარდნა, თავიანთი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, ესეც მოსალოდნელი იყო, რადგან მათი ძირითადი კამპანია აგებული იყო ტყუილებზე“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისათვის, NDI- ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 88% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თუმცა 59%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას. გამოქვეყნდა ასევე გორბის კვლევები, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარდა. კვლევების თანახმად, "ქართულ ოცნებას "-56.3%; "ნაციონალურ მოძრაბას "- 11.9% , "პატრიოტთა ალიანსს "- 7.1 %, " ევროპულ საქართველოს"- 4.8% , "სტრატეგია აღმაშენებელს"- 3.5% "ლეიბორისტულ პარტიას "- 3.3% , "ლელოს" -2.9%, "გირჩს" - 2.7% მხარდაჭერა აქვთ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა