არჩილ თალაკვაძე „ქცევის კოდექსზე“ - მისასალმებელია, რომ ის ინიციატივა, რაც ჩვენ გვქონდა, დღეს უკვე მემორანდუმის სახით ფორმდება და მას უერთდებიან ოპოზიციური პარტიები

მისასალმებელია, რომ ის ინიციატივა, რაც ჩვენ გვქონდა, დღეს უკვე მემორანდუმის სახით ფორმდება და მას უერთდებიან ოპოზიციური პარტიები,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარტიების „ქცევის კოდექსის“ კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი მემორანდუმის გაფორმება ხელ შეუწყობს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას.

„მივესალმებით, რომ ხელისუფლებამ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეიმუშავა ის ძირითადი წესები, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რათა საარჩევნო გარემო იყოს მაქსიმალურად მშვიდი და იყოს ყველას მხრიდან პატივისცემა წესების, რაც სჭირდება დემოკრატიულ არჩევნებს. ვფიქრობ, ეს დაეხმარება არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას,"- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისათვის, პოლიტიკური პარტიების „ქცევის კოდექსი“ არის ნებაყოფლობითი ეთიკის ნორმები, რომლის შემუშავების პროცესის ფასილიტაცია ცესკომ შვეიცარიის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით, განახორციელა.

„ქცევის კოდექსის“ ხელმოსაწერი (დაბეჭდილი ან ელექტრონული ვერსია) მიეწოდება არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას და სურვილის შემთხვევაში, მასზე შემოერთება პარტიებს შეუძლიათ დაადასტურონ თავმჯდომარის/ხელმძღვანელი პირის ხელმოწერით.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა არჩევნებისთვის პარტიებთან მიმართებაში შემუშავებულ “ქცევის კოდექსს” ხელი მოაწერეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა