ირაკლი კობახიძე - ოპოზიციაში არის არეულობა და ამ არეულობის ერთ-ერთი მთავარი წყარო არის თვითონ მიხეილ სააკაშვილი

ოპოზიციაში არის არეულობა და ამ არეულობის ერთ- ერთი მთავარი წყარო არის თვითონ მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი იძულებული გახდა გადაეთქვა თავისი თავდაპირველი განცხადება ჩამოსვლის შესახებ, რაც ოპოზიციაში გარკვეულ არეულობაზე მიუთითებს.

„სააკაშვილი ჯერ გვპირდებოდა არჩევნებამდე ჩამოსვლას, შემდეგ თვითონვე განაცხადა, რომ ნოემბერში ჩამოდის, რაც ძალიან მძიმე უკან დახევა იყო. პოლიტიკოსები ასეთ შეცდომებს არ უშვებენ, შეცდომა არც იყო ეს, ეს იყო იძულებითი ნაბიჯი მისი მხრიდან. რაც შეეხება მის კორუმპირებულობას, ამაზე ყველაფერი იცის საზოგადოებამ, თუმცა, საინტერესოა, რომ ახალ ინფორმაციებს ჩვენ უკრაინული წყაროებიდანაც ვიღებთ ამასთან დაკავშირებით. სწორედ სააკაშვილი იყო იმ კორუპირებული სისტემის შემოქმედი, რომელიც 9 წელი ფუნქციონირებდა საქართველოში და ეს იცის ძალიან კარგად საზოგადოებამ,"- განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო:ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციაში არეულობაა და ამ არეულობის ერთ-ერთი მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა