აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ვერ ხდება და აზრიც დაკარგა ინფექციის წყაროს იდენტიფიცირებამ, ვინაიდან კორონავირუსის შემთხვევები უკვე გაფანტულია

უკვე შეიძლება ითქვას, რომ ვერ ხდება და აზრიც დაკარგა ინფექციის წყაროს იდენტიფიცირებამ, ვინაიდან ქალაქში შემთხვევები უკვე გაფანტულია , - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმის“ ეთერში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აჭარაში შემთხვევების მზარდი დინამიკაა და ძირითადად ყველაზე მეტი შემთხვევა ბათუმში ფიქსირდება.

„რეგიონში დაძაბული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, თუმცა უკონტროლობა და პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის. შემთხვევების დიდი ნაწილი, რაც ჩვენს არეალშია, ძირითადი ნაწილი გახლავთ მსუბუქი დინამიკით და უსიმპტომოდ. პაციენტების თითქმის უმრავლესობა უკვე ჰოსპიტალიზებულია“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საავადმყოფოს შემდგომი მეთვალყურეობის ზონისთვის 350 საწოლი გამოიყო.

„ჩვენ უკვე ავამუშავეთ სააავადმყოფოს შემდეგი მეთვალყურეობის ზონა, სადაც სამედიცინო ბრიგადა ახორციელებს პაციენტების მეთვალყურეობას. ასევე, გამოვნახეთ დამატებითი საწოლები. გასული ორი დღის განმავლობაში ჩვენთან ერთად მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტრო და რეგულირების სააგენტო. 350 საწოლი იდენტიფიცირებულია აღნიშნული პირებისათვის, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ პროტოკოლში გარკვეული ცვლილებები შევიდეს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი დაავადებული არ იქნება ყურადღების მიღმა“, - განაცხადა მინისტრმა.

ნინო ნიჟარაძე აღნიშნავს, რომ დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო, ინფიცირებულთა კონტაქტების ოჯახებში ეპიდემიოლოგების ვიზიტი გართულდა.

„ვინაიდან 108 დაავადებულის უკან გვყავს კონტაქტირებული პირები, თითოეულის ოჯახში უკვე რთულდება ეპიდემიოლოგების ვიზიტი ნიმუშების ასაღებად. ჩვენ ყველა კონტაქტს ვთხოვთ ნიღბით მივიდნენ პოლიკლინიკებში, ტესტირებისათვის ჩააბარონ ნიმუში და მომდევნო 12 დღის განმავლობაში იყვნენ სახლებში და დაიცვან იზოლაციის წესი“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

იხილეთ ვიდეო:აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კოვიდინფიცირებულებების წყაროების კვლევას აზრი დაეკარგა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო