აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ტურისტულ სეზონზე კონტროლის მექანიზმები შესუსტებული იყო

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ტურისტების და დამსვენებლების დიდმა ნაწილმა რეგიონი დატოვა და სანაპირო ზოლი თითქმის დაცარიელდა.

როგორც მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმის“ ეთერში აღნიშნა, ტურისტულ სეზონზე კონტროლის მექანიზმები შესუსტებული იყო.

„დღეის მდგომარეობით ტურისტების და დამსვენებლების დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა რეგიონი, პრაქტიკულად სანაპირო ზოლი დაცარიელდა და აქედან გამომდინარე, ავიღეთ სამი კარავი, რომელიც დამსვენებელთა ტესტირებისთვის იყო განკუთვნილი. რაც შეეხება კონტროლის მექანიზმების ადმინისტრირებას, რა თქმა უნდა, შესუსტებული იყო ტურისტულ სეზონზე. გვქონდა ხალხმრავლობა და გარდა ამისა, თვითონ მოსახლეობის მხრიდანაც ნაკლებად იყო დაცული წესები, ნაკლებად იყო ამის ადმინისტრირება და ამის კონტროლი, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ამის აბსოლუტური კონტროლი ვერ მოხერხდება“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, დღეს ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ყველამ გავიაზროთ არსებული დაძაბული ეპიდვითარება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს