„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში ურბანული ოპერაცია ჩატარდა

საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ ფარგლებში საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ქვედანაყოფებმა ერთობლივი ურბანული ოპერაცია ჩაატარეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქართულ-ბრიტანული სწავლების კომპონენტი - დასახლებულ პუნქტში ოპერაცია ვაზიანის საწვრთნელ რაიონში გაიმართა, რომელსაც მხარს აშშ-ის სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის პირადი შემადგენლობა უჭერდა.

მათივე ინფორმაციით, ურბანული ოპერაციის მიზანი მოწინააღმდეგე მხარის მიერ დასახლებული პუნქტის გაწმენდა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. სცენარის მიხედვით, ქართულ-ბრიტანულმა ასეულმა ერთობლივი პატრულირება განახორციელა და დასახლებულ პუნქტში მოწინააღმდეგე ძალების მიერ გამაგრებულ ორ შენობას შეუტია. შემდეგ კი, ასეულმა კორდონი მოაწყო და სამძებრო ოპერაციები განახორციელა.

ერთობლივ ურბანულ ოპერაციაში საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონისა და გაერთიანებული სამეფოს დედოფლის გურქების ლოჯისტიკური პოლკის 28-ე ასეულის სამხედროები მონაწილეობდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა