ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში სასწავლო პროცესის დაწყება გადაიდო

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან არ განახლდება.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა, სოფელ მატანის საჯარო სკოლის ერთ-ერთ პედაგოგს ლაბორატორიულად Covid 19 დაუდასტურდა, რის გამოც საკოორდინაციო საბჭომ სასწავლო პროცესის გადადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ნელი ხიზანიშვილი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, როდის განახლდება სწავლა.

“დაინფიცირებული ოჯახიდან 10 თვის ბავშვს და ორსულს დაუდასტურდა ვირუსი. ეს ქალბატონი გორში ქორწილში იმყოფებოდა და სწორედ ე.წ ქორწილის კლასტერს ეკუთვნის. ჩვენ უკვე გამოვიკვლიეთ ამ ქალბატონის კონტაქტები, მათ შორის მასწავლებლები,სკოლის დირექტორიც. ველოდებით ტესტის პასუხებს“, - განაცხადა ხიზანიშვილმა.

ამ დროისთვის რეგიონში სამი კლასტერია.

ლაგოდეხში, ველისციხესა და მატანში ეპიდემიოლოგთა ჯგუფები მუშაობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა