ნოდარ ხარშილაძე - არ მგონია გახარიამ დებატებში გამოწვევა მიიღოს, რადგან საკმაოდ ბევრი პრობლემაა ქვეყანაში და ამაზე პასუხის გაცემა მას გაუჭირდება

„საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი დებატებში მონაწილეობას არ დათანხმდება, რადგან ის დებატებში მონაწილეობას მიჩვეული არ არის და გაუჭირდება ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე პასუხის გაცემა.

ამის შესახებ ის გიორგი ვაშაძის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დებატებში გამოწვევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ცივილიზებულ სამყაროში პრემიერობის კანდიდატებს შორის არჩევნების პერიოდში ხშირად იმართება დებატები ქყეყანაში არსებულ პრობლემებზე და ეს მისასალმებელია.

„ზოგადად კარგი იქნება ასეთი დებატები. ცივილიზებულ სამყაროში ხშირად იმართება არჩევნების პერიოდში. კარგი იქნება, რომ ქვეყნის პრობლემებზე იმსჯელებენ წინასაარჩევნოდ პრემიერ-მინისტრობის კანიდიდატები და ეს მისასალმებელია. ეჭვი მეპარება, რომ გიორგი გახარიამ ეს გამოწვევა მიიღოს, გამომდინარე იქედან, რომ დიდად სადებატო არც არაფერი აქვს. არ მგონია დებატებში გამოწვევა მიიღოს, რადგან საკმაოდ ბევრი პრობლემაა ქვეყანაში და ამაზე პასუხის გაცემა მას გაუჭირდება," - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა