გიორგი კირთაძე - ბათუმის მერიაში მასშტაბური კორუფციაა

ბათუმის მერიაში მასშტაბური კორუფციაა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანიამ ბათუმის საზოგადოებრივ ავტობუსებზე რეკლამის განთავსებისთვის უფლება 30 წლით მოიპოვა.

გიორგი კირთაძის თქმით, უფლების მოსაპოვებლად 4 მილიონ 100 ათასი ლარი გადაიხადა.

გიორგი კირთაძის თქმით, აღნიშნული კომპანია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი შემომწირველია.

"ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანიამ ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებზე სარეკლამო ბანერების განთავსების უფლება 30 წლის ვადით, 4 მლნ. 100 ათას ლარად მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ბათუმის ბიუჯეტში კომპანიამ ყოველთვიურად დაახლოებით 11 000 ლარზე მეტი უნდა შეიტანოს. ჩვენ აღნიშნულ კომპანიას შევეხმიანეთ და ვთხოვეთ ავტობუსებზე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის სარეკლამო ბანერის განთავსება. კომპანიამ კი განგვიცხადა , რომ ამ ეტაპისთვის ადგილი არ აქვთ და ფასი ერთ კვ. მეტრზე დაახლოებით 300 ლარია, ანუ კომპანია სახელმწიფოსგან 2 ლარსა და 20 თეთრში ნაყიდ სარეკლამო ბანერს 136 - ჯერ ძვირად ყიდის. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს კომპანია „ქართული ოცნების“ ერთ ერთი შემომწირველია. კომპანია არის შპს "ალმა" , მის უკან დგას „ვისოლ ჯგუფი“ და ბიძინა ივანიშვილი", - აცხადებს კირთაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო