ფოთის მერიაში კორონავირუსის საპრევენციოდ გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ფოთის მერიაში ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას ხელმძღვანელობით ოპერატიული რეაგირებისათვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე ქალაქში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე, არსებულ რისკებსა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

„მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები რეგულაციების კონტროლისა და გამკაცრების მიმართულებით. ამ ეტაპზე, ფოთში ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები. მონიტორინგი გამკაცრდება მუნიციპალურ ტრანსპორტში, ბაზარსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ობიექტებში. მაქსიმალურად კოორდინირებულად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს მომატებული რისკები ვმართოთ ეფექტიანად და მინიმუმამდე შევამციროთ გავრცელება“, - განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

ფოთის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ბაზარს, ცენტრალურ ქუჩებსა და ღია სივრცეებსაც ჩაუტარდება.

ფოთის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, გაითვალისწინონ შესაბამისი რეკომენდაციები და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს