არასამთავრობო ორგანიზაციები - მოვუწოდებთ პარლამენტს, დაუყოვნებილ განაახლოს შრომის რეფორმის პლენარული განხილვა და უზრუნველყოს ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა

შრომის ინსპექციის რეფორმის მიღება გაურკვეველი მიზეზით არის შეჩერებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ღირსეული შრომის პლატფორიდან“ აცნობეს, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, დროულად განაახლოს რეფორმის განხილვა და უზრუნველყოს მისი მიღება.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის გაზაფხულზე წარდგენილ შრომის ინსპექციის რეფორმას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. საკანონმდებლო ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა არსებითად მოიწონა, თუმცა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვა დღემდე არ მომხდარა და გაურკვეველი მიზეზითა და ვადით არის შეჩერებული.

„გვინდა, აღვნიშნოთ, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით არსებითად ძლიერდება შრომის ინსპექციის მანდატი, რაც მშრომელთა უფლებებისა და უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობას გააუმჯობესებს. დღეის მდგომარეობით, შრომის ინსპექციის შეზღუდული მანდატი ვერ ახდენს სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევების პრევენციასა და შრომითი უფლებების ჯეროვან დაცვას. გარდა ამისა, ინსპექციის შეკვეცილი უფლებამოსილება წინააღმდეგობაშია საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოქმედ პარლამენტს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე პლენარული სხდომა აქვს დარჩენილი, ხოლო არჩევნებამდე საკანონმდებლო ცვლილებათა მიუღებლობა რეფორმის ფაქტობრივ ჩავარდნას ნიშნავს. რეფორმის ჩავარდნა კი უფლების დაცვის სათანადო მექანიზმების გარეშე დატოვებს დასაქმებულებს; ამასთან, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს საგარეო და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებზე.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებილ განაახლოს შრომის რეფორმის პლენარული განხილვა და უზრუნველყოს ქვეყანაში ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა, რაც უკვე ათწლეულზე მეტია, წარმოადგენს დასაქმებულთა, პროფესიული კავშირების, ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების მოთხოვნას“, - აღნიშნულია „ღირსეული შრომის პლატფორმის“ ხელმომწერი ორგანიზაციების განცხადებაში.

„ღირსეული შრომის პლატფორმა“ შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC),

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სოლიდარობის ქსელი,

საქართველოს სოციალურ მუშაკთა გაერთიანება, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირი, ღია საზოგადოების ფონდი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა