თამარ გაბუნია - ამოქმედდა ე.წ კოვიდ სასტუმროები, რაც გარკვეულწილად შუალედური ეტაპია ჰოსპიტალურ და ბინაზე მკურნალობას შორის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პაციენტებს, რომლებიც არიან მსუბუქი კლინიკური მდგომარეობით, 19-დან 65 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში და არ აქვთ რომელიმე ქრონიკული თანმხმლები დაავადება, სამედიცინო მეთვალყურეობა ე.წ. კოვიდ სასტუმროებში ჩაუტარდებათ. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ბინაზე მართვის პრაქტიკისთვის ოჯახის ექიმები უკვე მომზადებულები არიან. როგორც თამარ გაბუნია განმარტავს, მათ ტრენინგის პირველი რაუნდი გაიარეს და ახლა მეორე იგეგმება.

„ამოქმედდა ე.წ კოვიდ სასტუმროები, ეს არის გარკვეულწილად შუალედური ეტაპი ჰოსპიტალურ და ბინაზე მკურნალობას შორის. მოგეხსენებათ, დღეს მთელ მსოფლიოში უკვე კარგად არის აპრობირებული ბინაზე მკურნალობის პრაქტიკა. საქართველოში, იმიტომ, რომ ამის შესაძლებლობა გვქონდა, ვარჩიეთ შემთხვევების ჰოსპიტალური მართვა. ამ მიმართულებით კლინიკური გამოცდილება ბევრი დაგროვდა და დღეს უფრო თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ ჰოსპიტლის გარეთ შემთხვევების მართვაზე. პაციენტი, რომელიც არის მსუბუქი კლინიკური მდგომარეობით, 19-დან 65 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, არ აქვს რომელიმე ქრონიკული თანმხმლები დაავადება, რამაც შეიძლება კრონავირუსის გართულება გამოიწვიოს და მისი მდგომარეობა გააუარესოს, გადაყვანილი იქნება ე.წ. კოვიდ სასტუმროში, სადაც მას გაუგრძელდება სამედიცინო მეთვალყურეობა, ვინაიდან პრაქტიკულად, ასეთ შემთხვევაში, პაციენტს აქტიური სამედიცინო ჩარევა არც სჭირდება. მას იზოლაცია, სიმშვიდე ესაჭიროება. ეს პირობები შექმნილია კოვიდ სასტუმროებში, რაც კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ ჩვენ შუალედური რგოლი გავიაროთ, მივიღოთ ასეთი გამოცდილება და შემდეგ უფრო თამამად ვისაუბროთ ბინაზე მართვის პრაქტიკაზე, რისთვისაც ოჯახის ექიმები უკვე მომზადებულები არიან. ჯერ კიდევ მარტის თვეში დამტკიცდა ბინაზე მართვის პროტოკოლი და ოჯახის ექიმებმა ტრენინგის პირველი რაუნდი გაიარეს. ახლა მეორე იგეგმება იმისთვის, რომ მზად ვიყოთ“,-განაცხადა გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა