თბილისში, კოსტავას ქუჩაზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის გამგეობა კოსტავას ქუჩაზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტის შედეგად, ტერიტორიაზე LED განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები და საპარკე სკამები მოეწყობა. მათი ცნობით, ასევე, სკვერში ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები განთავსდება.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდება. დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მოეწყობა სარწყავი სისტემა და ჰიდროთესვის პრინციპით ბალახი დაითესება“, - აღნიშნავენ თბილისის მერიაში.

მათი ცნობით, მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო.

„ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება რეკრეაციული და გასართობი სივრცეების მოწყობაა. აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში გაურკვევი რეკონსტრუქცია იდგა. სულ მალე კი, ადგილობრივ მოსახლეობას ლამაზი სკვერი ექნება, სადაც ბავშვები გაერთობიან, ხოლო უფროსი ასაკის ადამიანები დაისვენებენ. მთაწმინდის რაიონში პარალელურად სამ სკვერს აწყობენ, სამუშაოები ნოემბერში დასრულდება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურულ პროექტს კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 126 120 ლარია გამოყოფილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა