იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მხარის რწმუნებულმა რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ინფიცირების ახალ შემთხვევებზე ისაუბრა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზვიად შალამბერიძის თქმით, როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები და კლინიკური ჯგუფი სიტუაციას სრულად აკონტროლებენ და პანდემიის გავრცელების რისკებს მართავენ.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სწრაფად და ეფექტურად მუშაობა პანდემიის წინააღმდეგ. ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად გვაქვს. თუ ეპიდემიის დასაწყისში კოვიდის მართვა ხდებოდა რეგიონის მხოლოდ ორ კლინიკაში, დღეს მათ რიცხვს ქუთაისში არსებული კიდევ სამი ჯანდაცვის დაწესებულება: ო.ჩხობაძის ინვალიდთა და ხანდაზმულთა კლინიკური ცენტრი, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი და კლინიკა "ბომონდი“ შეემატა. დღეისთვის, აღნიშნული დაწესებულებები კოვიდის მართვაში აქტიურად ჩაერთენ და საჭიროების შემთხვევაში, მობილიზაციისთვის მომზადებულია 300-მდე საწოლი. ზემოთ ჩამოთვლილი დაწესებულებები იმერეთის გარდა მოემსახურებიან სხვა რეგიონებსაც“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ქუთაისში ასევე, მზადყოფნაშია ერთ-ერთი სასტუმრო, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ახალი პროტოკოლის მიხედვით, საწყისი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ, სამედიცინო მეთვალყურეობას გაუწევს პაციენტებს კოვიდის მსუბუქი ფორმებით.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს