თორნიკე რიჟვაძე - ჩვენ შევძლებთ, მეორე ტალღის ეს საწყისები მინიმალური დანაკარგებით გადავლახოთ

ჩვენ შევძლებთ, მეორე ტალღის ეს საწყისები მინიმალური დანაკარგებით გადავლახოთ,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეპიდსიტუაციის ფონზე აჭარის რეგიონის ჩაკეტვა ან სრული კარანტინის დაწესება არ იგეგმება.

თავმჯდომარის თქმით, ეპიდსიტუაციის სამართავად სამედიცინო სექტორი სრულ მზადყოფნაშია.

„როგორც იცით, დღეს აჭარაში კოვიფინფიცირების 109 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სიტუაცია აბსოლუტურად მართვადია, კონტროლზეა, შესაბამისად, სამედიცინო სექტორი და სამთავრობო ვერტიკალი მზად არის ამ მზარდი რისკების ფონზე მართოს ეს პროცესი. ასევე აღსანიშნავია, რომ ბათუმი არის, საყურადღებო, თუმცა ძალიან სწრაფად ხდება გამოვლენა.

ჩვენ ხელმისაწვდომი გავხადეთ გაფართოებული ტესტირება ყველა მოქალაქისთვის. კოვიდინფიცირების გამოვლენა ხდება უსწრაფესად. ლაბორატორიების სიმძლავრე არის შესაბამისი ქალაქში და ძალიან მალე ხდება ნიმუშების დამუშავება და მათი გამოვლენა. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალურ სექტორი სრულად მოვამზადეთ და ის, რომ ჩვენ პირველი ტალღის დროს, ამ გლობალური გამოწვევის დროს, შევარჩიეთ შეკავების მეთოდი, ამან მოგვცა, საშუალება, რომ სრულად მოგვემზადებინა სამედიცინო და ჯანდაცვის სექტორი. შესაბამისად, დღეს უკვე აჭარაში, ბათუმში მობილიზებულია 350-ზე მეტი საწოლი-ფონდი, ეს ეხება ჰოსპიტალურ სექტორს, სადაც ხდება პაციენტების მართვა და ამავე დროს, დამატებითი პროტოკოლები ამოქმედდა. მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების მართვა ხდება უკვე ე. წ. კოვიდსასტუმროებში. ჩვენ ამ მიზნით უკვე დავაკონტრაქტეთ 400 ნომერზე მეტი და ეს მოგვცემს საშუალებას, რომ როგორც მძიმე პაციენტების შემთხვევაში, ასევე მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების შემთხვევაში, ყველა მიზნობრივ ჯგუფთან დაკავშირებით განხორციელდეს შესაბამისი როგორც სტაციონალური, ასევე სტაციონარის შემდგომი სერვისები. აქვე აღვნიშნავ, რომ კოვიდმართვაში ჩაერთო რამდენიმე დაწესებულება როგორც ქობულეთში, ასევე ბათუმში. პაციენტების ისეთ მიზნობრივ ჯგუფებზე, როგორიც არის ფეხმძიმე ქალბატონები, მათთან მიმართებაში სამშობიარო საავადმყოფო სრულად არის მზადყოფნაში, რომ მართოს ეს პაციენტები.

ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით, რომ მოვახდენთ სრულად ლოკალიზებას აჭარაში, განსაკუთრებით ბათუმში მზარდ ინფიცირების შემთხვევებს და საბოლოო ჯამში მოქალაქეების თანამშრომლობით და პასუხისმგებლობით ჩვენ შევძლებთ, რომ მეორე ტალღის ეს საწყისი ეტაპი მინიმალური დანაკარგებით გადავლახოთ. არ განიხილება არც აჭარის, არც ბათუმის ჩაკეტვა და არც სრული კარანტინის დაწესება“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს