არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება „ერთად არჩევნებისთის“ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება- „ერთად არჩევნებისთვის“ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ გარკვეულ ოლქებში გამოვლინდა კომისიების რიგ წევრთა მიერ ტენდენციური დამოკიდებულება, კერძოდ, სხდომის დატოვება და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი.

მათი განმარტებით, რამდენიმე ოლქში ასევე დაფიქსირდა არაუფლებამოსილ პირთა შეჭრის ფაქტი, რაც ოლქის/ოლქების სამუშაო პროცესის შეფერხების საფუძველი გახდა.

„13 სექტემბერს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის მიზნით რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა სხდომები (საოლქო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პერიოდია 11-15 სექტემბერი). სხდომები მიმდინარეობდა გამჭვირვალედ, საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით. ძირითადად მშვიდ გარემოში, თუმცა გარკვეულ ოლქებში გამოვლინდა კომისიების რიგ წევრთა მიერ ტენდენციური დამოკიდებულება, კერძოდ, სხდომის დატოვება და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი; ამასთანავე, რამდენიმე ოლქში დაფიქსირდა არაუფლებამოსილ პირთა შეჭრის ფაქტი, რაც ოლქის/ოლქების სამუშაო პროცესის შეფერხების საფუძველი გახდა. მიუხედავად აღნიშნული ფაქტებისა, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით აირჩიეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან ეკრძალებათ თავიანთი პოლიტიკური შეხედულების ან აზრის გამოხატვა, რომელიც შესაძლებელია აღქმულ იქნას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მათი განმარტებით, „ერთად არჩევნებისთვის“ გაერთიანების დამკვირვებლები აქტიურად დააკვირდებიან არჩეულ საარჩევნო კომიისიის წევრთა საქმიანობას და გადაცდომის შემთხვევაში შესაბამისი, მყისიერი რეაგირება იქნება.

„გვაქვს მოლოდინი, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები გაითავისებენ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, გამოავლენენ პროფესიონალიზმს და სამუშაო პროცესში იქნებიან მიუკერძოებლები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა