ბექა ფერაძე - ადამიანები ცდილობენ, რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელონ სოციალური ღონისძიება - ვნახეთ, რომ სადედოფლო კაბის გარეშე გაიმართა ქორწილი

ვნახეთ, რომ სადედოფლო კაბის გარეშე გაიმართა ქორწილი, სხვადასხვა მოდიფიცირებული ვერსიებიც შეგხვდა, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ადამიანები რეგულაციების გვერდის ავლით ცდილობენ სოციალური ღონისძიებების გამართვას.

„ადამიანები ცდილობენ, რომ რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელონ სოციალური ღონისძიება. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, რომ სადედოფლო კაბის გარეშე ხორციელდებოდა ქორწილი და სხვადასხვა მოდიფიცირებული ვერსიებიც შეგხვდა ამ პროცესში, რომელზეც შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ. ქორწილი არაა ამოსავალი წერტილი, თვისობრივად ვაფასებთ იმიტომ, რომ სოციალურ ღონისძიებებს მომეტებული რისკი ახასიათებს“, - აღნიშნა ფერაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა