კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 5 რუსთავში, 6 კი გარდაბანში დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 165 შემთხვევიდან 5 რუსთავში, 6 კი გარდაბანში დაფიქსირდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში, ქვემო ქართლისა და რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განაცხადა, რუსთავის შემთხვევები, იმ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია, რომელთაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვთ, გარდაბანში კი ექვსივე პირის ინფიცირების წყარო ერთია.

,,ხუთივე ინფიცირებული პირი, რუსთავში გასულ დღეებში დაფიქსირებული იმ ინფიცირებულების კონტაქტებია, რომელთაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვთ. მათგან ყველა იყო იზოლირებული ანუ რუსთავში ახალი კონტაქტები არ გაჩენილა. ყველა გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

გუშინ ლუგარში ჩატანილი ნიმუშების პასუხები, როგორც გითხარით უკვე ცნობილია, დღეს მიმდინარეობს რისკ - ჯგუფებისა და საეჭვო შემთხვევების ტესტირება და დღის ბოლოს ჩავიტანთ ლაბორატორიაში.

,,ავერსის“ კლასტერში, ბოლო ხუთი დღეა დადასტურებული შემთხვევები აღარ გვქონია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ,,ავერსის“ რუსთავის ფილიალის კლასტერი ლოკალიზებულია.

ამ ეტაპზე რუსთავში 110 ადამიანია თვითიზოლაციაში და 20 საკარანტინე სივრცეში. 29 აგვისტოდან დღემდე ქალაქში 35 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს კორონავირუსით ინფიცირების“, - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ გარდაბანში დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების 6 შემთხვევა.

,,ჩემი ინფორმაციით, გარდაბანში 6 შემთხვევაა კოვიდინფიცირების, ყველა კვეთაშია ერთმანეთთან და წყარო ინფიცირების ერთია. ვმუშაობთ ამ ერთი კონკრეტული წყაროს კონტაქტების მოძიებაზე. დღეს დილით ლუგარში გარდაბნიდან ჩატანილია 140 ნიმუში და ველოდებით პასუხებს“, - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა