ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 10 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა. კორონავირუსი 10 წლის ბავშვს დაუდასტურდა, რომელიც სოფლის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგის კონტაქტია.

შიოშვილის განმარტებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ორ საჯარო სკოლაში სწავლას დისტანციური მეთოდით დაიწყოს.

პარალელურად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის, შესასვლელსა და გასასვლელთან მოწყობილ სამედიცინო კარავში ადგილობრივების კორონავირუსზე ტესტირება გრძელდება. ადგილზე ამ დროისთვის 460 პირის ბიოლოგიური ნიმუშია აღებული.

ამ დრომდე საეჭვო სიმპტომი არ გამოვლენილა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო