გიორგი ვაშაძე - გამოკითხულთა 59%, რომელიც ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის დაუჭერს მხარს არჩევნებზე, ოპოზიციური ამომრჩეველია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, NDI-ის მიერ გამოკითხულთა 59%, ვინც ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის დაუჭერს საპარლამენტო არჩევნებზე მხარს, ოპოზიციური ამომრჩეველია.

როგორც ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, სატელეფონო გამოკითხვისას მოსახლეობას საკუთარი პოზიციის დაფიქსირების ეშინია.

„სატელეფონო გამოკითხვაში ხალხს თავისი პოზიციის დაფიქსირების ეშინია, რადგან ფიქრობენ, რომ ხელისუფლება დაშინებას აპირებს, სოციალურ დახმარებას შეუწყვეტს, სამსახურიდან გაათავისუფლებს. პირველი, ვინც დამსხვრეული ოცნებების პარტიას ხმას არ მისცემს, ეს არის ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც მობეზრდა, რომ ერთი ვიწრო ანკლავია კორუმპირებული, რომლისთვისაც ყველაფერია და ამ ხალხს საქმესაც არ აკეთებინებენ. თავის კვლევებში, ხომ ხედავთ, რანაირ ციფრებს ხაზავენ. 2018 წელს მე ვიყავი საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, სადაც ყველამ კარგად დაინახეთ მათი დახატული ციფრები პირველ ტურში“,- განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, რომ მათი რეალური რეიტინგი 60%-ს უტოლდება, ვაშაძე ფიქრობს, რომ გაუგებარია, რატომ აქვს „ქართულ ოცნებას“ ასეთი მოლოდინი მაშინ, როდესაც მათ „დაპირებები არ შეასრულეს“.

„რატომ აქვთ მხარდაჭერის მოლოდინი, შეასრულა რამე დაპირება? სამუშაო ადგილები შექმნა? ეკონომიკა განავითარა? არ მოატყუა ხალხი? რას ეფუძნება მათი ეს მოლოდინი? ისევ უნდათ, რომ მოატყუონ და დააშინონ ხალხი? ეს არის ღირსების არჩევნები - ან ტყუილი, ან საქმე, ან თავის გაბითურება, რომ სხვა არაფერი გვეშველება, ან ვცვლით და ვიწყებთ აღმშენებლობის პროცესს. ერთი ბოდიშს არ მოიხდიან იმაზე, რომ არცერთი დაპირება არ შეასრულეს“ , - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისათვის, NDI- ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 88% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თუმცა 59%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა