გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქიწნისში მცხოვრებ 300 პირს PCR ტესტირება ჩაუტარდა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქიწნისში მცხოვრებ 300 პირს PCR ტესტირება ჩაუტარდა, მთლიანობაში კი, ლუგარის ცენტრში, რეგიონიდან 369 ნიმუში გაიგზავნა, - აღნიშნულის შესახებ სოფელ ქიწნისის შესასვლელთან მოწყობილ გამშვებ პუნქტზე შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა. სიმონ გულედანის თქმით, სოფელში ღრმა ეპიდკვლევა დილის 7 საათიდან დაიწყო და შესაბამისი ღონისძიებები კვლავ გრძელდება.

„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ღრმა ეპიდკვლევისთვის დღეს 7 საათზე დავიწყეთ ქიწნისის მეურნეობის დასახლებაში შესაბამისი ღონისძიებები. ეპიდემიოლოგებმა 300 პირს ჩაუტარეს PCR ტესტირება. მთლიანობაში, რეგიონიდან დღეს 369 მოქალაქის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნება ლუგარის ცენტრში. ამ დროისთვის, რეგიონში გვაქვს 9 დადასტურებული შემთხვევა, ყველა გადაყვანილია სპეცილიზირებულ კლინიკაში, სადაც უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. შემიძლია გითხრათ, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია“, - აღნიშნა სიმონ გულედანმა.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის შესასვლელთან საკონტროლო პუნქტი განთავსდა, სადაც გამვლელებს თერმოსკრინინგი და PCR ტესტირება უტარდებათ.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ მოხდა, რაც გორის ერთ-ერთ რესტორანში გამართული ქორწილის მონაწილეთა ნაწილს კორონავირუსი დაუდგინდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა