ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცესკომ მოკვლევა დაიწყო

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე 14 სექტემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცესკოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარის დავალებით, კომისიის შიდა აუდიტის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტმა უკვე დაიწყო ფაქტის შესწავლა, რომელიც დღეს ასევე აქტიურად გაშუქდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მოკვლევის შედეგებს და გადაწყვეტილებას შესაბამისი რეაგირების თაობაზე უახლოეს მომავალში გაგაცნობთ“, - აცხადებენ ცესკოში.

ცნობისთვის, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ნეიტრალური წევრების არჩევის დროს ხმაური და დაპირისპირება იყო.

სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობს“ წევრს, დავით მჟავანაძეს დაატოვებინეს, თუმცა მანამდე ლანჩხუთისა და ჩოხატაურის კომისიის წევრებს სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს, რასაც ასევე ხმაური მოჰყვა.

ოპოზიციის განცხადებით, კომისიის წევრები საოლქო კომისიას წინასწარ ჰყავს შერჩეული. აღნიშნულ ბრალდებას საოლქო საარჩევნო კომისიაში „უსაფუძვლოს“ უწოდებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა