ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო და კერძო სკოლებს საჩუქრად წიგნები გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა საჯარო და კერძო სკოლას, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საჩუქარი მოუმზადა და მათ 28 დასახელების მხატვრული ლიტერატურა შეუძინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, წიგნები ქალაქ ბოლნისის N5, სოფელ ბოლნისისა და სოფელ ტალავერის N1 საჯარო სკოლებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა პირადად გადასცა.

აღნიშნული აქციის მიზანი მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული სკოლების ბიბლიოთეკების ფონდის გაზრდა და მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციაა.

როგორც ბოლნისის მუნიციპალიტიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა განაცხადა, საჩუქრის სახით გაცემული 28 დასახელების მხატვრული ლიტერატურა სკოლების ბიბლიოთეკების ფონდს გაამდიდრებს.

,,ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მერიამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედ ყველა საჯარო და კერძო სკოლას საჩუქრად მხატვრული ლიტერატურა გადასცა. ვფიქრობ, ეს ჩვენი სკოლების ბიბლიოთეკების ფონდს უდავოდ გაამდიდრებს. იმედი მაქვს, რომ მოსწავლეები ამ შესანიშნავ ნაწარმოებებს აქტიურად გაეცნობიან. მინდა თოთოეულ მოსწავლეს სკოლის დაწყება მივულოცო და მათ წარმატებული სასწავლო წელი ვუსურვო. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს განათლებას და ვფიქრობთ, განათლებული და ერუდირებული ახალი თაობისთვის აუცილებელია ახალგაზრდებში მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა