იოსებ ხახალეიშვილი - მხოლოდ ერთობით შევძლებთ ქუთაისი იყოს წარმატებული და ძლიერი ქალაქი

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს მათ ქალაქ მუზეუმისა და ავანგარდის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას საკუთარი ხედვები გააცნეს და თითოეული მათგანის საჭიროებებს გაეცნენ. ინფორმაციას ამის შესხებ „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

"ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, ამიტომ, აღნიშნული მიმართულება ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტი იქნება. ამასთანავე, ქუთაისს უნდა გავუძლიეროთ კულტურულ-საგანმანათლებლო სტატუსი.

ჩვენთვის, ასევე, მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა: საინვესტიციო გარემოს შექმნა, სამრეწველო, სავაჭრო და ტურისტული სექტორების განვითარება, ქალაქის ეკონომიკის დინამიური ზრდის უზრუნველყოფა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, მოსახლეობის რეალური შემოსავლების ზრდა, სიღარიბის დაძლევა, სოციალური ფონისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

მიგრაციული პროცესების შეჩერების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, მოსახლეობის შემოსავლების მატების და სოციალური ფონის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სტიმულირება. ამ თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მყოფი და სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების გამოცდილების, კონტაქტებისა და ადამიანური პოტენციალის გამოყენება.

ჩვენ თითოეულ თქვენგანს ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ, რათა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების იდენტიფიცირება და სწორედ გამოვლენილ საჭიროებებზე დაყრდნობით მოხდეს ქალაქის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა მომავალშიც. ამისთვის საჭიროა, ქალაქის მერსა და მაჟორიტარ დეპუტატს მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს თითოეულ თქვენგანთან. მხოლოდ ერთობით შევძლებთ ქუთაისი იყოს წარმატებული და ძლიერი ქალაქი“, - მიმართა მოსახლეობას იოსებ ხახალეიშვილმა.

დღესვე მერობის კანდიდატი კულტურულ ღონისძიებას #ლექსიკედელზე პრეზენტაციას დაესწრო, სადაც ქუთაისელი ავტორის ირმა ქურასბედიანის პატრიარქისადმი მიძღვნილი ლექსის კედელზე საზეიმო გახსნა გაიმართა.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო