თამარ გაბუნია - შემდეგი ორი კვირა გვაქვს კრიტიკული, თუ შემდგომი ესკალაცია აღინიშნა, შეიძლება ვთქვათ, რომ აჭარაში ეპიდემიის კუპირება ვერ მოვახერხეთ

ჩვენ კიდევ შემდეგი ორი კვირა გვაქვს კრიტიკული, როდესაც სიტუაციის ლოკალიზება უნდა მოხერხდეს , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

გაბუნიას განმარტებით, თუ ორი კვირის შემდეგ ესკალაცია კვლავ იქნება, მაშინ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ ვირუსის ლოკალიზება ვერ მოხერხდა. იქამდე კი ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, აჭარაში სიტუაციის ლოკალიზება შესაძლებელია.

„აჭარაში სიტუაციის ლოკალიზება სრულად შესაძლებელია. ამდენად ჩვენ კიდევ შემდეგი ორი კვირა გვაქვს კრიტიკული, როდესაც სიტუაციის ლოკალიზება უნდა მოხერხდეს. თუ შემდგომი ესკალაცია აღინიშნა, შემდეგ უკვე შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ეპიდემიის გავრცელება მოხდა მეტად და კუპირება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ჯერჯერობით შემდეგი ორი კვირა არის ის კრიტიკული პერიოდი, როდესაც ჩვენ კიდევ გვაქვს კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ სიტუაციის კუპირება და ლოკალიზება აჭარაში მოხდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, პირბადის გარეშე სიარული უნდა გახდეს სოციალურად მიუღებელი საქციელი.

„ ამ შემთხვევაში ინდივიდუალური პასუხისმგებლობა უნდა გაძლიერდეს. ვერც ერთი მთავრობა, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ყველას დაჯარიმებით ყველანაირ სიტუაციაში მიიღოს ის შედეგი, რაც ამგვარ სიტუაციაში გვინდა, რომ მივიღოთ. ამდენად, აქ ახლა ჯარიმების იმედი ნუ გვექნება, რომ პირბადეს არ გაიკეთებს, დავსაჯეთ და მერე გაიკეთა. ეს არ არის სწორი მიდგომა. ამგვარად, ამ ტიპის ადმინისტრირების მექანიზმი ვერ მიგვიყვანს იმ შედეგზე რაც გვინდა. აუცილებელია, მოსახლეობის თვითშეგნება გაძლიერდეს, რადგან ეს დაავადება არის ქცევითი და მედიცინას ყველაზე მეტად უჭირს ქცევით დაავადებებთან ბრძოლა. პირბადე უნდა გამოვიყენოთ და პირბადის გარეშე სიარული უნდა გახდეს გარკვეულწილად სოციალურად მიუღებელი საქციელი და ამდენად, რაღაცნაირად ერთმანეთის ხელშეწყობაც მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ის, რომ ადმინისტრირება არ მოხდა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა