ისრაელის ელჩი "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ს ეწვია

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის გამგეობის წევრები ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდნენ. შეხვედრა პლატფორმის ოფისში გაიმართა.

შეხვედრაზე "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ ელჩს პლატფორმის სადამკვირვებლო საქმიანობის მეთოდიკა და აქტივობები გააცნო, რომელსაც სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, "სამოქალაქო პლატფორმა 20/20" წინასაარჩევნოდ ახორციელებს.

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის ინფორმაციით, ელჩმა აღნიშნა, რომ წელს პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო, არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობა ძალიან მცირე იქნება, შესაბამისად, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პასუხისმგებლობა განსაკუთრებით იზრდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ "სამოქალაქო პლატფორმიდან“ აცნობეს, ისინი ცესკოს მიერ რეგისტრირებულნი არიან როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა