სერგეი ლავროვი - ნავალნისთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორები ქედმაღლურად გვიყურებენ, საკუთარი უცოდველობის შეგრძნება უკვე იყო ევროპაში და ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებულ სიტუაციას დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მხოლოდ დამატებითი სანქციების საბაბად განიხილავს.

ტელეარხ RTVI-ისთან ინტერვიუს დროს მას ჰკითხეს, შეიძლება თუ არა ნავალნისთან დაკავშირებული ინციდენტი დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების მოტივად იქცეს, რაზეც ლავროვმა მიუგო: „მე ვეთანხმები ჩვენს პოლიტოლოგებს, რომლებიც ამბობენ, რომ ნავალნის საქმე რომ არა, სხვა რამეს მაინც მოიფიქრებდნენ დამატებითი სანქციების დაწესების საბაბად“.

ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთის პოზიციამ ნავალნისთან დაკავშირებით შეიძლება გამოიწვიოს ძალიან სამწუხარო შედეგები.

„შექმნილ ვითარებაში დასავლელი პარტნიორები ქედმაღლურად გვიყურებენ, თითქოს მათ უფლება აქვთ ჩვენს პროფესიონალიზმსა და სისწორეში ეჭვი შეიტანონ. ეს ნიშნავს, რომ ისინი ბედავენ ეჭვი შეიტანონ ჩვენი ექიმების, გამომძიებლების პროფესიონალიზმში. ეს პოზიცია, სამწუხაროდ, სხვა დროს მოგვაგონებს. ქედმაღლობა და საკუთარი უცოდველობის შეგრძნება უკვე იყო ევროპაში და ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდა“, - აღნიშნა ლავროვმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა 15 სექტემბერს ბერლინში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

ცნობისთვის, ბერლინი და დასავლეთის სხვა ქვეყნები რუსეთისგან ალექსეი ნავალნის ინციდენტთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხს და ამ საქმის გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოსკოვის წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღებას არ გამორიცხავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა