თინა ხიდაშელი - ხელისუფლებას არჩევნების გადადება არ აწყობს, ზამთარი ძალიან მძიმე იქნება და გაუჭირდება, რაიმე პოზიტივის ჩვენება - ესმით, რომ ამ წუთას უკეთესი მდგომარეობა აქვთ მოგებისთვის

პარლამენტის პრობლემა ის არის, რომ მუდმივად შატალოზეა ანუ მუდმივად თავს არიდებს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, იყოს მთავრობის მაკონტროლებელი,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა ეპიდემიასთან გამკლავების კონკრეტული გეგმით პარლამენტში უნდა მივიდეს და ის მათ შორის ოპოზიციასთან ერთად განიხილოს.

ხიდაშელმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდმდგომარეობა ისე ვითარდება, რომ არჩევნების თარიღის გადაწევა გამორიცხული არ არის.

„ვითარება ისე მიდის, მე მოლოდინი მაქვს, რომ მაღალი ალბათობით შესაძლოა არჩევნების გადაწევაც მოგვიწიოს. ვიდრე სიცოცხლის საფრთხის მატარებელ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეეყანა, იქნებ ჯობდეს, რომ ხელისუფლებამ გეგმა გაგვაცნოს, პარლამენტს წარუდგინოს. ასე მთავრობის სპიკერმა კი არ უნდა მოგვახსენოს, რომ დღეს 9:00 საათზე მოგიყევით ხვალ დილით 8:00 საათიდან რისი უფლება გექნებათ და რისი აღარ- არა. ზუსტად ეს არის ამ პარლამენტის პრობლემა, რომ მუდმივად შატალოზეა ანუ მუდმივად თავს არიდებს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, იყოს მთავრობის მაკონტროლებელი. არამედ პარლამენტში უნდა მივიდეს მთავრობა და ოპოზიციასთან ერთად იხილავდეს ვერსიებს. სპეციალური სისტემა უნდა შექმნან თუ მაინც და მაინც ასეთი გაგიჟება გვაქვს, რომ რაც არ უნდა მოხდეს არჩევნები უნდა ჩავატაროთ ყველაფრის ფასად, მაშინ უნდა მოხდეს შეთანხმება ყველაფერზე - სრულფასოვან სამოქმედო გეგმაზე. ამის გარეშე მუდმივად იქნება ერთმანეთისთვის თვალში თითის ტაკების ამბავი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, დღეს ხელისუფლებას არჩევნების გადადება არ აწყობს, რადგან მძიმე ზამთრის შემდეგ თავისი რეიტინგის შენარჩუნებას ვერ შეძლებს.

„ხელისუფლებას არჩევნების გადადება არაფრით არ აწყობს, იმ მიზეზით, რომ ეს არის მომავალი ზამთარი, რომელიც ძალიან მძიმე იქნება და იმის შემდეგ, ძალიან გაუჭირდება ხელისუფლებას რაიმე პოზიტივის ჩვენება. ამასთან ერთად, არის ისიც, რომ მათ აქვთ შეგრძნება, შესაძლოა სრულიად სამართლიანი და საფუძვლიანი, რომ ამ წუთას კოვიდთან ბრძოლის პროცესში გაზაფხულზე მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, მათ მიმათ ნდობა გაზრდილია და მათი საიმედოობა მოსახლეობის უფრო დიდი რაოდენობის მიერ არის პოზიტიურად შეფასებული, ვიდრე ეს იყო გასულ ზამთარს ან გაზაფულის დასაწყისში და ამის გაფლანგვა არ უნდათ. ესმით, რომ ამ წუთას ყველაზე უკეთესი მდგომარეობა აქვთ არჩევნების მოგებისთვის“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა