ირაკლი ჩიქოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შამგონაში მოსახლეობას შეხვდა

ჩვენი დევნილი მოსახლეობა აუცილებლად დაბრუნდება საკუთარ სახლში, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების"ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შამგონას მოსახლეობასთან შეხვდრისას განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, შემუშავებულია კონკრეტული გეგმა, რომლის საშუალებითაც ზუგდიდში მცხოვრებ ყველა დევნილ ოჯახს საკუთარი საცხოვრებელი ფართი გადაეცემა.

,,აქ მცხოვრებმა ადამიანებმა ყველაზე კარგად იცით ოკუპაციის სიმძიმე, ოკუპაცია ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის მეტ განვითარებას. ჩვენი დევნილი მოსახლეობა აუცილებლად, დაბრუნდება საკუთარ სახლში, მაგრამ მანამდე ზუგდიდში მცხოვრებ ყველა დევნილ ოჯახს ექნება საკუთარი საცხოვრებელი ფართი და ამას შევძლებთ მომდევნო ორი წლის განმავლობაში, კონკრეტული და შემუშავებული გეგმით", - განაცხადა ჩიქოვანმა. ამასთან,ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება სოფლის განვითარებაზე და შამგონაში დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა.

მისი თქმით, შამგონაში მალე თანამედროვე სტნდარტების ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, ასევე იგეგმება საფეხბურთო მოედნის კეთილმოწყობაც.

,,ძალიან მოწესრიგებული და ლამაზი სოფელია. რეაბილიტირებულია ცენტრალური საავტომობილო გზა, სოფელი სრულად გაზიფიცირებულია. მალე შამგონაში თანამედროვე სტანდარტების ახალ საბავშვო ბაღს ავაშენებთ და წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას მოვაგვარებთ. ვგეგმავთ სოფლის ცენტრში არსებული საფეხბურთო მოედნის კეთილმოწყობასაც", - განაცხადა ჩიქოვანმა. შამგონაში გამართული შეხვედრის შემდეგ კანდიდატი მოსახლეობას ახალაბასთუმანში შეხვდა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა